ძველ ვერსიაზე გადასვლა
ქართული
ხშირად დასმული კითხვები

კურიერის გამოძახება შესაძლებელია EasyWay-ს ვებ-გვერდზე „გამოიძახე კურიერი“ ღილაკის გამოყენებით.

მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაციის მისაღებათ იხილეთ „გრაფიკი“ easyway.ge/ka/schedule.

გზავნილის წონა გამოითვლება მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით. რეალური წონა დამრგვალდება 100 გრამის სიზუსტით. მოცულობითი წონა გამოითვლება ფორმულით: სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 5000 (სანტიმეტრებით გამოთვლისას).

საკურიერო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება გზავნილისი წონისა და მიმღების მდებარეობის მიხედვით.

16:00 საათამდე დაფიქსირებული შეკვეთის წამოღება ხორციელდება იმავე დღის 21:00 საათამდე.

კომპანიას გადაფუთვის სერვისი არ აქვს. გამგზავნი ვალდებულია ამანათი სათანადოდ შეფუთოს ტრანსპორტირებისთვის, დეტალური ინფორმაციის მისაღებად , გთხოვთ გაეცნოთ „წესებს და პირობებს“ VI მუხლ. შემკვეთის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.

გზავნილის წონასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ გვაქვს. არასტანდარტული და განსაკუთრებით დიდი წონისა და მოცულობის გზავნილის შემთხვევაში კურიერის გამოძახებამდე დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

ამანათის რაოდენობასთან დაკავშირებით ჩვენთან შეზღუდვები არ არსებობს, შეგიძლიათ გააგზავნოთ 1 ამანათიც.

ნივთის ღირებულების კურიერთან გადახდის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირისთვის რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით ისარგებლოს როგორც იურიდიულმა, ასევე ფიზიკურმა პირმა.

საკურიერო მომსახურების გადამხდელი შეიძლება იყოს როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები. რომელსაც ირჩევს შემკვეთი კურიერის გამოძახების გვერდზე.

გზავნილის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია „გზავნილის ძიების“ ველში და პირად კაბინეტში.

მესამე პირთან გზავნილის ჩაბარება შესაძლებელია ამანათის ჩაბარების დამადასტურებელი კოდის წარდგენის შემთხვევაში.

გზავნილის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია „გზავნილის ძიების“ ველში და პირად კაბინეტში. ასევე ამანათის ჩაბარებისთანავე გამგზავნი იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას გზავნილის ჩაბარების შესახებ.

გვაქვს გზავნილის ჩაბარების ორი მცდელობა. თუ ამანათი მიმღების მიზეზით ვერ ჩაბარდა, გზავნილი ბრუნდება უკან გამგზავნთან შეთანხმებით.

ჩვენ სისტემასთან ინტეგრაცია შესაძლებელია, რაც აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას ავტომატურ რეჟიმში დააფიქსიროს შეკვეთები და მიიღოს ინფორმაცია გზავნილების შესახებ. ინტეგრაციის სურვილის შემთხვევაში მიმართეთ ქოლ ცენტრს.